ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე ორბელიანის მოედანზე გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს რომ ახალგაზრდა მამაკაცი ქალს ფიზიკურად უსწორდება.
სავარაუდოდ “ქალების მარშის“ მონაწილეს, ახალგაზრდა კაცი სახეში ძლიერად ურტყამს.
“კალაძემ ბავშვებისთვის მოწყობილი საახალწლო სოფელი “ტიტუშკების“ სოფლად გადააქცია. მოაბილიზა ზონდერები, რომლებიც კაცებს და ქართველებს უწოდებენ საკუთარ თავს და ქალებს სცემენ, მერე ყანწით ხელში ქართველობის, კაცობის და ქალების სადღეგრძელოს იტყვის,“ - წერს კვიჟინაძე.
სხვა დეტალები მომხდარის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ქალის მდგომარეობა, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა.