რუსეთმა საფრანგეთისგან მიიღო წინადადებები უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის კიევის მონაწილეობის გარეშე დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"რამდენჯერმე იყო ჩვენი ფრანგი კოლეგების მხრიდან დახურული არხებით მომართვა: „მოდით, ხელი შევუწყოთ, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხზე“, სხვათა შორის, ყოველგვარი უკრაინის გარეშე“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, პარიზიდან მისული ასეთი სიგნალები არღვევს დასავლეთის წესს იმის შესახებ, რომ „არც ერთი სიტყვა უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
"ასეთი ორაზროვანი ქცევა არ იწვევს სერიოზულად აღქმის სურვილს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.