ავტორი:

სროლა საბურთალოზე - ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი მანქანიდან გაუხსნეს

სროლა საბურთალოზე - ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი მანქანიდან გაუხსნეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.

ის კლინიკაშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 2 მუხლით მიმდინარეობს - 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.