მოსკოვში და მის მახლობლად არსებულ ქალაქებში 5 აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, “ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტში დროებით არ ხდება რეისების გაფრენა და მიღება.
როგორც სააგენტო წერს, აეროპორტებში ამოქმედებულია გეგმა "ხალიჩა“. მისი ამოქმედება, როგორც წესით, დრონების თავდასხმის გამო ხდება.
“სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვებია შემოღებული შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტების მუშაობაში”, - ნათქვამია განცხადებაში.