ავტორი:

“ტრამპის პოზიცია ნათელია - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა” - ჯო უილსონი

“ტრამპის პოზიცია ნათელია - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა” - ჯო უილსონი

“ტრამპის პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია“, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

  • მისი თქმით, თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს პასუხს.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, - წერს უილსონი.

  • მისი თქმით, ამერიკამ საქართველოსთვის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს.

"ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის მთელი დაფინანსება შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება", - წერს უილსონი.

განცხადების ბოლოს, ჯო უილსონი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის X-ის ანგარიშს ნიშნავს.