ავტორი:

მარკეტერები, დიზაინერები, PR სპეციალისტები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები და გერმანული ენის სპეციალისტები - 5 გაერთიანებული მსვლელობა პარლამენტისკენ დაიძრა (ფოტოები)

მარკეტერები, დიზაინერები, PR სპეციალისტები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები და გერმანული ენის სპეციალისტები - 5 გაერთიანებული მსვლელობა პარლამენტისკენ დაიძრა (ფოტოები)

მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მარში მსვლელობით თსუ- თან გერმანული ენის სპეციალისტების აქციას შეუერთდა.

შემდეგ კი ფილარმონიასთან თბილისის მეექვსე გიმნაზიის აქციამდე მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ახლა მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეერთდებიან.

პარალელურად, სხვადასხვა მსვლელობა იმართება თბილისის მასშტაბით, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი ასევე რუსთაველის გამზირია.

ფოტო: ნუცა გაბაძე

  • განახლება 20:15

პარლამენტთან აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

ფოტო: ვანო გორგიშვილი

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უწყვეტი აქციის 29-ე დღეს დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.

  • დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - ისინი აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ. "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს"; "არა რუსულ რეჟიმს" - სკანდირებენ ისინი.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს.