ავტორი:

"ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?" - ჯო უილსონის მწვავე კრიტიკა და ივანიშვილისა და სი ძინპინის მიმი: რას წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

"ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?" - ჯო უილსონის მწვავე კრიტიკა და ივანიშვილისა და სი ძინპინის მიმი: რას წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართული არაერთი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა X-ზე.

• უილსონის პირველი პოსტი ასეთია:

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, - წერდა უილსონი.

• ამ განცხადებას, მალევე მოჰყვა უილსონის მორიგი პოსტი:

"ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის მთელი დაფინანსება შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება", - აღნიშნავდა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე.

• თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა - ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში უილსონმა მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ერთოდა მიმი, ფოტო სადაც ჩანან ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და გულის ფორმის ემოცია.

"რატომ გადასცა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების კონტრაქტი დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას?

ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?", - წერდა უილსონი.

Why did Georgia’s dictator-in-waiting Bidzina Ivanishvili give a contract to build the Anaklia Deep Sea Port to a sanctioned Chinese company? 🤔 🤔

Are you ready for sanctions, Bidzina?@realDonaldTrump @marcorubio @michaelgwaltz @RichardGrenell pic.twitter.com/wPvklttloA
— Joe Wilson (@RepJoeWilson) December 26, 2024

1. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში უილსონმა ქართული ოცნების მიმართ ასეთი განცხადება გააკეთა:

"მათ ჰგონიათ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ის კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება - ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით, არამედ გავაკეთებთ"