ქებული კლიმატი ბავშვებისთვის - ჯადოსნური წინასაახალწლო ამბები „მომავლის გზიდან“

ქებული კლიმატი ბავშვებისთვის - ჯადოსნური წინასაახალწლო ამბები „მომავლის გზიდან“

წინასაახალწლოდ, კომპანია „ქებული კლიმატი“ საქველმოქმედო ფონდის „მომავლის გზა“ დღის ცენტრს ესტუმრა და ბავშვებს განსაკუთრებული დღე უსახსოვრა. ჯადოსნური განწყობის შესაქმნელად კომპანიამ პატარებს საახალწლო სურვილები აუსრულა და არც მხიარული ანიმატორები დავიწყებია.

ინიციატივა „ქებული კლიმატი ბავშვებისთვის“ ემსახურება ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობას ჯანსაღი, უზრუნველყოფილი, კომფორტული გარემო-პირობების შექმნით და ითვალისწინებს პერმანენტულ საქველმოქმედო ღონისძიებებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევძელით ბავშვებს თავი ეგრძნოთ ბედნიერად და აღმოეჩინათ ახალი წლის ჯადოსნურობა. საახალწლო და საშობაო დღესასწაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მოლოდინები ხომ სწორედ პატარებს აქვთ. დღევანდელი დღე, მათი საახალწლო სურვილების ასრულება ნაწილია ჩვენი გრძელვადიანი გეგმისა, რომლის მთავარი ამოცანაა ბავშვების კეთილდღეობის ხელშეწყობა. ვინაიდან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც საზოგადოებისა და ბიზნესისთვის ორმხრივად სასარგებლო, მდგრადი მოქმედება, საქართველოში ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა, ვარჩიეთ ჩვენი ინიციატივის, როგორც მაგალითისა და ინსპირაციის წყაროს გაზიარება საჯაროდ“, - აცხადებენ კომპანიაში.

ქებული კლიმატი“ გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალითაა წარმოდგენილი. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოფს.

R