ავტორი:

“ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე - გამათავისუფლეს თანამდებობიდან“ - ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი გადაწყვეტილებას მის კრიტიკულ პოსტს უკავშირებს

“ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე - გამათავისუფლეს თანამდებობიდან“ - ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი გადაწყვეტილებას მის კრიტიკულ პოსტს უკავშირებს

“დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან,“ - წერს ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე და ბრძანების ასლს აქვეყნებს.

“ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით. თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოფილა, მთავარია საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე საჯარო სამსახურში, მადლობას გიხდით ყველა იმ დღისათვის, როდესაც ჩვენ ერთად, ერთ გუნდად, პატივისცემითა და ერთმანეთის დაფასებით პირნათლად ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას,“ - წერს ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში.

  • მიხეილ ბუცხრიკიძემ გუშინ “ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში დეკემბერში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა და წერდა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ემიჯნებოდა.

“მე როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ცალსახად ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.

მიმაჩნია,რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია,არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს.

ასევე ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ,სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე ,ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოთ, რომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა.

წინ ევროპისაკენ!“ - აღნიშნულია ბუცხრიკიძის პოსტში.

იხილეთ ასევე: