ავტორი:

"სასწაული ხდება ციხეში - ჩვენ იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით...“ - აქციაზე დაკავებული აქტივისტი ზვიად ცეცხლაძე საკნიდან წერილს აქვეყნებს

"სასწაული ხდება ციხეში - ჩვენ იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით...“ - აქციაზე დაკავებული აქტივისტი ზვიად ცეცხლაძე საკნიდან წერილს აქვეყნებს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული, მოძრაობა “დაფიონის“ წევრი 19 წლის ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:

  • "სასწაული ხდება ციხეში, საოცარი გვერდში დგომა და მხარდაჭერა. დახურულ ციხეში ვართ, კამერიდან იშვიათად ვყოფთ ცხვირს, მაგრამ მაშინაც სხვა საკნებიდან გვესმის გამამხნევებელი შეძახილები.

ვვარჯიშობთ, ნახევრად სამხედრო დღის წესრიგზე ვართ. ლიტერატურულ კუთხეებსაც ვქმნით. ვმსჯელობთ ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, სხვადასხვა სუბკულტურებზე, ისტორიაზე, ვცდილობთ აქტიურად ვადევნოთ თვალყური საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ღამით სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქი გისოსების ჩრდილს სცემს წიგნების ფურცლებს და იმ სიბნელეს შორის მოქცეულ მკრთალ შუქზე ვკითხულობთ ჩვენს ლიტერატურას. ჩვენ იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით. “ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ რეპრესიებით შეგვაშინებს, სინამდვილეში კი ჩვენი დაჭერით ზრდის დისიდენტთა თაობას, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში. თქვენ გგონიათ, რომ სიბნელეში დაგვმარხეთ, სინამდვილეში კი მიწაში დაგვრგეთ და აწი ვიდგამთ ფესვს!" - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც მოძრაობა "დაფიონი" ავრცელებს.

იხილეთ ასევე: