საქართველოს, პოლიტიკური თვალსაზრისით, "ცხელი" და მშფოთვარე ზამთარი დაუდგა: ასეულობით ახალგაზრდის დაპატიმრების და აქციების დაშლის შემდეგ, ხალხი ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამ ფონზე, დასავლეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაადო, ლაპარაკია ახალ სანქციებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც...
როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე? - ამ შეკითხვით ქართველ ეკონომისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართეთ:
პაატა შეშელიძე:
"ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი:- ჯერჯერობით, დასავლეთის სანქციები მხოლოდ კერძო პირებს ეხება, ამიტომ ჩვენს ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება. თუმცა, თანამდებობის პირები რომ სანქცირებიდან, ეს ნეგატიური მუხტის მქონე მოვლენაა. ექნება თუ არა დემოკრატიის უკუსვლას უარყოფითი ეფექტი? - ამის თქმა ძნელია. მაგალითად: ჩინეთში ტოტალიტარული სისტემაა, მაგრამ მთელი ამერიკული ინვესტიციები იქ შედის. მეორე მხრივ, ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეშე აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თუ ამ ქვეყანაში ფულს დებ, მათი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ამის გამო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად შემცირებულია.
ამას ისიც ემატება, რომ საქართველო პოტენციური კონფლიქტის ქვეყანაა და ამ კონფლიქტის განახლება ყოველთვის შეიძლება - ეს კიდევ ერთი, დამატებითი მოტივია, რომ ვიღაცას აქ ინვესტიციის ჩადება არ მოუნდეს. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ერთი მხრივ, პოლიტიკური სიტუაცია აბრკოლებს, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო რისკი, რაც ბიზნესისთვის სირთულეებს ქმნის. ვინც მთავრობის მხარესაა და სიტუაციას აკონტროლებს, ორ რამესაა ჩაჭიდებული - ერთი, ეს არის ტრანზიტი და მეორე - მილსადენი და ნავთობსადენი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია - სწორედ ამ ორ ელემენტზეა დამოკიდებული მთელი ეკონომიკა. ბოლო ხანებში ვხედავთ, როგორ გაუფასურდა ლარი და ეს ლოგიკურია: ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, წლის ბოლოა და ვალები გასასტუმრებელია, პოლიტიკური არეულობის ფონზე ძალიან ბევრი კომპანია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე. ცხადია, ბევრი პრობლემაა. თანამედროვე ეპოქაში, ეკონომიკა სტაბილურად უნდა მუშაობდეს და ამასთანავე, იყოს ღია, ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე, სწორედ ამის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა და თუნდაც, ლარის კურსი.
თუმცა, პრობლემები, რომელიც დღეს გვაქვს, ბევრად მძიმეა: ადამიანებს არა აქვთ ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი; არა აქვთ სურვილი, გრძელვადიანი მიზნები დაისახონ და ბევრი, ვისაც ამის საშუალება აქვს, წასვლაზე ფიქრობს. ის ხალხი, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობს და ვისი სამუშაო ადგილიც ლეპტოპია, ძალიან ადვილად გავა საქართველოდან. ცხადია, მათგან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს. ამიტომ, ფუნდამენტური საკითხია, ადამიანებს ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუნდებათ თუ არა. როდესაც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და ამაში პოლიციაა ჩართული, ეს ხალხში იმედგაცრუებას წარმოშობს და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის იმიჯს მთელი მსოფლიოს წინაშე აზიანებს. მით უმეტეს, ამაში რუსული სპეცსამსახურებია ჩართული. როგორია ჩემი პროგნოზი? - სანამ ეს სიტუაცია იქნება, ვითარება გაუარესდება და გართულდება. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება გაუარესდება და ამ ქვეყანაში მხოლოდ 50 თუ 100 ოჯახი იცხოვრებს ნორმალურად. თუნდაც ამიტომ, სიტუაცია უნდა შეიცვალოს.
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
- რა თქმა უნდა, ნეგატიური ფონი და რეპუტაციული ფაქტორი ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს. როცა ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს მიმართ სანქციები დაწესდება, ეს უარყოფით გავლენას ახდენს მთელი ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკაზეც. რაც შეეხება ვალუტის კურსს, აქ ორი ფაქტორია მხედველობაში მისაღები: ერთი - ემოციური და მეორე - ეკონომიკური. ჯერჯერობით, წინა პლანზე ემოციური ფაქტორია გამოსული. ცუდია, რომ უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამ პროცესში სავალო ვალდებულებების შემცირებას დიდი ადგილი უკავია....წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: