ავტორი:

გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 9 პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი - რა დეტალები ხდება ცნობილი

გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 9 პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი - რა დეტალები ხდება ცნობილი

გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანად პროტესტის უფლება ერთ-ერთი უნივერსალური ადამიანის უფლებაა - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ის დავიცვათ.

ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება.

საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთად მოუწოდეს საქართველოს შეცვალოს თავისი კურსი,” - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო