“ფეისბუქისა“ და “ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta “ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას “საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს.
“ფაქტ-ჩექერები“ პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა“, - განაცხადა Meta-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბეგმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ამავდროულად, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკას “მეორე მხარეც“ მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ “კონტენტის მოდერირებაში ცვლილებების შეტანის შედეგად პლატფორმაზე მეტი მავნებელი კონტენტი გაჩნდება“.