ავტორი:

გაშვილებული ამბიციური კონსერვატორი მეტსახელად "სკიპი", რომელიც ტრუდოს "გიჟს" უწოდებდა - ვინ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება კანადის მომავალი პრემიერ გახდეს

გაშვილებული ამბიციური კონსერვატორი მეტსახელად "სკიპი", რომელიც ტრუდოს "გიჟს" უწოდებდა - ვინ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება კანადის მომავალი პრემიერ გახდეს

"20 წლის ასაკში პიერ პოლიევრს უკვე ჰქონდა კანადის მმართველობის სამოქმედო გეგმა. დღეს, 45 წლის “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ესეების კონკურსში ჩამოაყალიბა ხედვა დაბალი გადასახადების მქონე, მცირე მმართველობითი ქვეყნის შესახებ, თუ რას გააკეთებდა ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე" - ამის შესახებ BBC თავის ანალიტიკურ სტატიაში წერს და პიერ პოლიევრის პორტრეტს მოგვითხრობს.

'

"ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თავისი ოცნების რეალობად ქცევას. თვეების განმავლობაში, ეროვნულ გამოკითხვებში პოლიევრის “კონსერვატიული პარტიის“ წევრები მნიშვნელოვნად ლიდერობენ ლიბერალებთან შედარებით, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მათ შეუძლიათ მოიპოვონ უმრავლესობა მთავრობაში,“ - წერს გამოცემა.

მას შემდეგ, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გადადგომის შესახებ განაცხადა, არჩევნები სავარაუდოდ მალე გაიმართება. პოლიევრი ამომრჩევლებს “პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნებას“ ჰპირდება და დუნე ეკონომიკით, საცხოვრებლის გაძვირებისა და კრიზისით იმედგაცრუებულ კანადელებს, ეფექტურ მმართველობას სთავაზობს.

  • “მიუხედავად იმისა, რომ მას დონალდ ტრამპს ადარებენ და ჰყავს ისეთი თაყვანისმცემლები, როგორიცაა ელონ მასკი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ახლო წრეში არსებული სხვა პირები, პოლიევრის ისტორია ძალიან კანადურია,“ - წერს გამოცემა.

  • ვინ არის პიერ პოლიევრი?

პოლიევრი დასავლეთ კანადის პროვინციაში, ალბერტაში დაიბადა. პიერის ბიოლოგიური დედა 16 წლის იყო, როდესაც ვაჟი გააჩინა, მას შვილის გაზრდა არ შეეძლო, ამიტომ გააშვილა.

ჩვილი ორმა მასწავლებელმა, კალგარის გარეუბანში გაზარდა.

”მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებაყოფლობითი კეთილშობილება ოჯახსა და საზოგადოებაში არის საუკეთესო სოციალური უზრუნველყოფა, რაც შეიძლება ოდესმე გვქონდეს. ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილიც,” - განუცხადა მან Maclean's Magazine-ს 2022 წელს, როდესაც ადრეულ წლებს იხსენებდა.

თინეიჯერობისას პოილიევმა ინტერესი გამოავლინა პოლიტიკის მიმართ და ადგილობრივი კონსერვატორების კამპანიას აწარმოებდა. შემდეგ კალგარის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა. სწორედ იქ შეხვდა სტოკველ დეის, რომელიც ყოფილი “კონსერვატიული“ პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის დროს მინისტრად მუშაობდა. მან პოლიევრი კამპუსში მიიყვანა.

2004 წელს, 25 წლის ასაკში, პოილიევმა ოტავას არჩევნებში მოიგო, რითაც ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არჩეული კონსერვატორი. მას მას შემდეგ ეს თანამდებობა ეკავა.

  • “სკიპი“ - პარტიის ლიდერი

ახალგაზრდული ენთუზიაზმისა და ბასრი ენის გამო, ოტავაში პოლიევრეს მეტსახელად “სკიპი“ შეარქვეს. მას "უკიდურესად მებრძოლი და პარტიზანული" პოლიტიკოსის რეპუტაცია ჰქონდა.

კონფრონტაციული პოლიტიკა მისი პერსონის ქვაკუთხედი გახდა - როგორც “კონსერვატიულმა ლიდერმა“ 2022 წელს, ტრუდოს შენიშვნებით მიმართა და მოუწოდა, უკმაყოფილო ამომრჩევლებთან უფრო მჭიდრო კონტაქტი ჰქონოდა.

  • მისი ხასიათი, პოლიევრს ზოგჯერ უსიამოვნებას უქმნიდა. მაგალითად, აპრილში ის თემთა პალატიდან გააძევეს, რადგან პრემიერ მინისტრს "გიჟი" უწოდა.

“როცა თავაზიანობა სიმართლეს ეწინააღმდეგება, სიმართლეს ვირჩევ. ვფიქრობ, ძალიან თავაზიანი ვიყავით ჩვენი პოლიტიკური კლასის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში “, - თქვა მან ინციდენტის კომენტირებისას.

  • პოლიევი პოპულიზმის, იმიგრაციისა და ტრამპის შესახებ

კონსერვატიულ ლიდერს "რბილ" პოპულისტს უწოდებენ. 2021 წელს მან მხარი დაუჭირა მათ, ვინც სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებდა.

პირობა დადო, რომ წამოიწყებდა “ყველაზე ამბიციურ ანტიდანაშაულებრივ კამპანიას კანადის ისტორიაში“ და დამნაშავეებს გისოსებს მიღმა გაუშვებდა. თუმცა, სოციალურ საკითხებზე პოლიევრი იშვიათად ლაპარაკობდა.

რაც შეეხება კანადაში იმიგრაციას, მისი თქმით ყურადღებას კვალიფიციური მუშაკების მოზიდვაზე გაამახვილებს და ემიგრანტებისთვის ახალი აშენებული სახლების რაოდენობას გააკონტროლებს.

“კონსერვატიული ლიდერი“ მხარს უჭერს ახალჩამოსულთა ინტეგრაციას და ამბობს, რომ კანადა არ უნდა იყოს “დაღლილი საზოგადოება“

რაც შეეხება, დონალდ ტრამპის კომენტარს იმის შესახებ, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდება, პოილიევის თქმით, “პირველ ადგილზე ყოველთვის კანადას დააყენებს“.

პოლიევრის ცოლი, ანაიდა, კარაკასიდან კანადაში მიგრირებული ოჯახიდანაა. წყვილი ორ შვილს ზრდის.

წყარო

იხილეთ ასევე: