ახალი გაჯეტი გეტყვით, ჰქონდა თუ არა თქვენს ძაღლს ნერვიული დღე. თუ ძაღლის პატრონი ხართ, ალბათ გინდათ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ისაუბროს და გითხრათ, თუ რა აწუხებს მას.
ის შინაური ცხოველების მფლობელებს მათი მეგობრების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მათთან “ლაპარაკში“ დაეხმარება.
“ახალი ფუნქციები შინაური ცხოველების მეპატრონეებს დაეხმარება. გააფრთხილებს მათ და გამოსცემს სიგნალს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებში შემაშფოთებელი სიგნალი აღინიშნება. ხშირად მათ რაღაც აწუხებთ, თუმცა არ იციან ლაპარაკი და კარგად ნიღბავენ ტკივილს ან დისკომფორტს," - განაცხადა Tractive-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ჰურნაუსმა.
ახალი მოწყობილობის გამორჩეული თვისებაა ტვინის ქერქის მონიტორინგი, რომელიც შიფრავს ძაღლის ყეფის სახეობას და შემდეგ თქვენ “გითარგმნით“.
გაჯეტებს შეუძლიათ ამოიცნონ ისეთი ყეფა, რომელიც განშორების დროს შფოთვას, ან სხვა ემოციებს გამოხატავს.
მარტში კომპანია ასევე დანერგავს გულისცემის და სუნთქვის სიხშირის მონიტორინგს.
იხილეთ ასევე: