ავტორი:

"ჩემს მეუღლეს წონაში დასაკლებად ოპერაცია შესთავაზეს, მე კი წინააღმდეგი ვარ" - პირს ბროსნანის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება და ოჯახური იდილია ჟურნალისტთან

"ჩემს მეუღლეს წონაში დასაკლებად ოპერაცია შესთავაზეს, მე კი წინააღმდეგი ვარ" - პირს ბროსნანის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება და ოჯახური იდილია ჟურნალისტთან

როდესაც ჰოლივუდი მოდას იდეალური ფორმებსა და მოკლევადიან რომანებს კარნახობს, ამ დროს, ლეგენდარული პირს ბროსნანი სტერეოტიპებს არღვევს. ადამიანი, რომელმაც ჯეიმს ბონდის როლში მილიონობით ადამიანის გული მოიგო, ათწლეულების განმავლობაში ერთგულია თავისი საყვარელი ქალის კილი შეი სმიტის, რომელიც 100 კილოგრამს იწონის, მაგრამ ბროსნანისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

"ყოველი ნაოჭი, ყოველი ღარი მის სახეზე, არის ის სილამაზე, რომელსაც ვაღმერთებ“, - ამბობს ჰოლივუდის მსახიობი ცოლზე.

პირველი ცოლი

1979 წელს პირს ბროსნანი და კასანდრა ჰარისი მსახიობების წვეულებაზე შეხვდნენ. კაცი ერთი შეხედვით მიხვდა, რომ მის თვალწინ ქალი იდგა, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება სურდა. წინა ქორწინებიდან ქალს ორი შვილი ჰყავდა, რაც მსახიობისთვის დაბრკოლება არ ყოფილა. გაცნობიდან ორ თვეში ბროსნანმა კასანდრას ცოლობა შესთავაზა.

წყვილმა 1980 წლის 27 დეკემბერს იქორწინა. ეს კავშირი მათთვის არა მხოლოდ პირადი ბედნიერების წყარო, არამედ თითოეული მათგანის კარიერული მწვერვალების საწყის წერტილად იქცა. 1983 წელს წყვილს ვაჟი შონი შეეძინათ, რომელმაც მოგვიანებით ასევე მსახიობის პროფესია აირჩია. მაგრამ ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. კასანდრას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჰარისმა დაავადებასთან ბრძოლა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო, რვა რთული ოპერაცია გაიკეთა, რამაც სერიოზულად შეარყია მისი ჯანმრთელობა.

პირსი ყოველთვის მის გვერდით იყო, მხარს უჭერდა მეუღლეს მკურნალობის ყველა ნაბიჯზე, მაგრამ 1991 წლის 28 დეკემბერს კასანდრა საკვერცხის კიბოსგან გარდაიცვალა. ბროსნანისთვის ეს იყო უზარმაზარი დარტყმა, რომელსაც იგი დიდი ხნის განმავლობაში უმკლავდებოდა.

"როდესაც უყურებ, რომ საყვარელი ადამიანი ყოველ წამს კარგავს სიცოცხლეს, ამის შემდეგ სევდა შენი განუყოფელი ნაწილი ხდება“, - განაცხადა მსახიობმა.

კილი შეი სმიტი

ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ, 1994 წელს, ბედმა პირს ბროსნანს ცხოვრებამ ახალი შანსი მისცა. ის შეხვდა ჟურნალისტს კილი შეი სმიტს და ეს შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. მათი პირველი საუბარი სამ საათს გაგრძელდა და ეტყობოდათ, რომ საუბარს ვეღარ წყვეტდნენ, თითქოს საბოლოოდ გაერთიანდა ორი ნახევარი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ ერთმანეთს.

მოგვიანებით ბროსნანმა აღიარა, რომ კილიმ ფაქტობრივად გამოიყვანა იგი დეპრესიიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა პირველი ცოლის დაკარგვის შემდეგ. 1997 წელს წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც დილან თომასი დაარქვეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 2001 წელს, ოჯახი კიდევ ერთმა შვილი - მეორე ვაჟი, პარიზ ბეკეტი შეეძინათ. იმავე წლეს ბროსნანმა და სმიტმა ოფიციალურად იქორწინეს.

როდესაც პირსმა და კილიმ შეხვედრები დაიწყეს, ქალი ძალიან გამხდარი იყო, როგორც იმ დროის ბევრი ვარსკვლავი. წლების განმავლობაში, მისი ფიგურა შეიცვალა და ქალმა 100 კგ-ს მიაღწია, მაგრამ ბროსნანისთვის ეს არ გამხდარა მიზეზი, რომ ცოლის მიმართ მისი გრძნობები გაციებულიყო.

პირიქით, მსახიობი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ თაყვანს სცემდა მას ნებისმიერი ფორმით, კელის თავის მუზას და იდეალურ ქალს უწოდებდა.

"მე ავირჩიე კილი მილიონობით სხვა ქალიდან. ის ჩემთვის იდეალურია. ჩემს მეუღლეს წონაში დასაკლებად ოპერაცია შესთავაზეს, მე კი წინააღმდეგი ვარ! მე მიყვარს მისი ყოველი კილოგრამი, მისი სახის ყოველი ნაოჭი. მე ყოველ დღე აღფრთოვანებული ვარ ჩემი ცოლით. "ის ლამაზია ნებისმიერი წონით", - ამბობს შეყვარებული პირსი. ის ეწინააღმდეგება წონის დაკლების ნებისმიერ ოპერაციას ცოლისთვის და უყვარს ის ისეთი, როგორიც არის.

შვილად აყვანილი ქალიშვილის გარდაცვალება და დედმამიშვილზე უარის თქმა

2013 წელს პირს ბროსნანმა კიდევ ერთი ტრაგედია გადაიტანა, როდესაც მისი ნაშვილები ქალიშვილი შარლოტა, რომელსაც კასანდრა ჰარისთან ერთად ზრდიდა, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგიკული ბედი განმეორდა: გარდაცვალების მიზეზი საკვერცხის კიბო იყო, იგივე დიაგნოზი, რომელმაც დედამისის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შარლოტამ თავისი დიდი ხნის პარტნიორ ალექსიზე იქორწინა. ქალს ორი შვილი დარჩა: ქალიშვილი იზაბელა და ვაჟი ლუკასი. არანაკლებ დრამატული იყო მსახიობის მეორე ნაშვილები შვილის, კრისტოფერის ბედი.

2002 წელს ის კინაღამ გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით, მოგვიანებით კი პრობლემები შეექმნა კანონთან დაკავშირებით. ახალგაზრდა კაცი უკანონო ნივთიერების შენახვისა და მობილური ტელეფონის ქურდობისთვისაც კი დააკავეს. პირსი დიდხანს ცდილობდა კრისტოფერისთვის მხარი დაეჭირა, თუმცა, 2005 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ ვეღარ უმკლავდება დედინაცვლის დესტრუქციულ ქცევას და გამოაცხადა, რომ წყვეტს მასთან ყოველგვარ კომუნიკაციას.

"ის სრულიად დაკარგული ადამიანია. რა თქმა უნდა, მინდა მჯეროდეს,მას გაუვლის“, - თქვა ვარსკვლავმა მამინაცვალმა.

სამი ბიოლოგიური ვაჟის ბედი

ნარკომანია ასევე შეეხო პირს ბროსნანისა და კასანდრა ჰარისის შვილს, შონ ბროსნანს. ახალგაზრდობაში ის აქტიურად აგრძელებდა კარიერას კინოინდუსტრიაში: იღებდნენ ფილმებში, იყო პროდიუსერი და სცენარებს წერდა. თუმცა, დროთა განმავლობაში შონმა გააცნობიერა, რომ კინემატოგრაფიამ მას სიამოვნება არ მოუტანა და გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა ცხოვრება.

კინოკარიერის დატოვების შემდეგ იგი უნივერსიტეტში დაბრუნდა და მიიღო მაგისტრის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. დღეს შონი მუშაობს მრჩევლად, ეხმარება ადამიანებს ტრავმის, შფოთვისა და დეპრესიის დროს. მისი თქმით, ეს გზა მისთვის ნამდვილი ტრანსფორმაცია იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცხოვრების წესი შეცვალა.

"საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე და გადავიღე რამდენიმე ფილმი. თუმცა, სინამდვილეში (კინო) ჩემი გატაცება არ არის. საბოლოოდ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მივმართე, რის გამოც თვითგანადგურების გრძელი კვალი დავტოვე ჩემს ცხოვრებაში“, - თქვა მან.

ბროსნანი ბიოლოგიურ შვილებთან ერთად

2014 წელს შონმა მსახიობ სანჯა ბანიჩზე იქორწინა და ორი შვილი, ვაჟი ლუკასი და ქალიშვილი მარლი შეეძინა.

პირს ბროსნანის ორი ვაჟი კილი შეი სმიტთან დილანი და პარისი, ასევე ხელოვნების გზით წავიდნენ. დილანმა მუსიკოსის კარიერა აირჩია და სასცენო სახელით Raspberry Blonde გამოდის.

პარისმა, თავის მხრივ, წარმატებული კარიერა გაიკეთა სამოდელო ინდუსტრიაში. ის თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Tommy Hilfiger, Moschino და Dolce & Gabbana. ბიჭმა ახლახან დაასრულა სწავლა Loyola Marymount-ის უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის სკოლაში.