ავტორი:

"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" მაიამიდან, აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე

"მე და ჩემი ქმარი ვშორდებით... ვეღარ ვიქნები ჩუმად, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი "ტიკტოკერი" მაიამიდან, აფროამერიკელ მეუღლესა და ახალ ცხოვრებაზე

"გამარჯობა, მე ვარ მარიამ ლამაზი მაიამიდან" – ასე იწყებს ცნობილი "ტიკტოკერი" თავის ყველა ვიდეოში საუბარს. 33 წლის მარიამს ტიკტოკზე 130 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. სოციალურ ქსელებში გამოირჩევა არა მხოლოდ ყოველდღიურობის ამსახველი ვიდეოებით, არამედ სამოტივაციო კონტენტით, რომელიც ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს.

მარიამი დაიბადა გორში და ამით ამაყობს. მამით რუსი მარიამ კოზინა, ორი წლის ასაკში რუსეთში გადავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. 20 წლის ასაკში, დედის სურვილით, მარიამი და მისი ძმა ამერიკაში გადავიდნენ. ცხოვრობდა ბოსტონში, ხოლო შემდეგ მაიამიში დასახლდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.

  • მარიამის პირადი ცხოვრება განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას – მისი მეუღლე, აფროამერიკელი ჰაიტელი, მათი ორი შვილის მამაა.

"ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილები ფერადკანიანები ყოფილიყვნენ“, – ამბობს მარიამი და აღნიშნავს, რომ მისმა ქმარმა მისცა ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. მარიამი საკუთარ თავზე მუშაობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სხვებსაც მოუწოდებს თვითშეფასების ამაღლებისკენ. მისი პოზიტიური ფილოსოფია და გამოცდილება ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებაში ადამიანებს მოტივაციას აძლევს.

ახლა მარიამი თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზეა – ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ საყვარელ მეუღლეს შორდება, რასაც საზოგადოების მხრიდან წარმოუდგენელი რეაქცია მოჰყვა.

ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკისთვის ჯერჯერობით მზად არ არის. ეს თემა მისთვის ძალიან მტკივნეულია. მზად არ არის უპასუხოს კითხვებს, რომელიც მის პირადს ეხება და მეუღლეს, რომელთანაც განქორწინების ზღვარზეა.

მარიამ ლამაზი:

- მე და ჩემი ქმარი ვშორდებით. ძალიან დიდხანს ვებრძოდი თავს და სულ მინდოდა თქვენთვის ამის გაზიარება, მაგრამ ბევრი შიში და დარდი მქონდა. ვეღარ ვრჩები ჩუმად. ეს გადაწყვეტილება არ არის ემოციური, ექვსი თვეა ამ სიტუაციაში ვართ, თუმცა ახლა მეგობრულად ვართ. ბევრი ემოცია იყო ამ ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ პირად დეტალებზე საუბარი არ მინდა.

ოფიციალურად განქორწინებას ჯერ არ ვაპირებთ, უბრალოდ ცალ-ცალკე გვინდა ცხოვრება და შემდეგ შევხედავთ ცხოვრება, სად წაგვიყვანს. ბავშვებისთვის, ჩემთვის და ნელსონისთვის ეს საუკეთესო ნაბიჯია დღესდღეობით. ყველაზე რთული ამ სიტუაციაში ის არის, რომ კარგი ადამიანისგან წასვლა ყველაზე ძნელია. როცა მოღალატეა, იტყვი, რომ ცუდია და წავედი, მაგრამ როცა კარგია, ძნელია როცა დაშორება გინდა. მაგრამ ეს დრო მჭირდება ძალიან, მივხედო ბავშვებს და საკუთარ თავს და ჩემს სხვა მიზნებს. ვიცი, რომ ბევრი ამას ვერ გაიგებს.

ვიდეოს გამომწერების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა. „კარგებისგან არ მიდიან“ - წერს ერთ-ერთი გამომწერი, რაზეც ტიკტოკერს პასუხის გაცემა მოუნდა.

- იმის მიუხედავად რომ საჯაროდ მიზეზებზე საუბარი არ მინდოდა, ვინც იმავეს გადის, გაიგებს. ჩემი აზრით, არ არის საჭირო, რომ ადამიანი ცუდი გახდეს, მისგან რომ წახვიდე. ცუდი რომ ყოფილიყო, რვა წელიწადი ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით. დადგა ისეთი დრო, ბევრი რამ გავიაზრე და მივხვდი რომ ყველასთვის ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, სხვადასხვა მიზეზების გამო. ნელსონი არის ჩემი შვილების მამა და ყოველთვის იქნება ჩემი ოჯახის წევრი და უახლოესი ადამიანი. ამიტომ ჯერ არ გავაზიარებ იმ მიზეზებს რატომ ვშორდებით. რაც ჩემი შვილი ლუკა გაჩნდა, მეპარებოდა და იზრდებოდა ეს სურვილი.

ვიცი, რომ ბევრი ქალი გადის ამ გზას, მაგრამ რადგან ეს სოციალური ჩარჩოები, ფინანსური მხარეც გვაწვება, ვერ ვდგამთ ან ნაბიჯს, არადა სულიერად ვიცით, რომ ეს ჩვენი ადამიანი აღარ არის ან მისი მისია ამ ეტაპზე ჩვენს ცხოვრებაში ამოიწურა, არავინ იცის ხვალ-ზეგ რა იქნება. მას პატივს ვცემ, ყველანაირად კარგი ადამიანია და საუკეთესო მამაა.

წაიკითხეთ ასევე: