ეს სასამართლო სასამართლო ნამდვილად არ არის, ბოსლად აქციეს პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე მსგავსი რამ შეგვიძლია ვთქვათ - ასე შეაფასა “ინტერპრესნიუსთან” მწერალმა და ტელეწამყვანმა დავით გორგილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აქციაზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე.
დავით გორგილაძის შეფასებით, უკანონო გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი უკანონო პატიმრების ადგილს თავად დაიკავებს.
“ქართული ოცნების” მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს ნამდვილად არ მოველოდი, იმიტომ, რომ საღი აზრის მქონე ადამიანები მათ შორის აღარ დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიღებულა და სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს სასამართლო სასამართლო ნამდვილად არ არის, ბოსლად აქციეს პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე მსგავსი რამ შეგვიძლია ვთქვათ. უბრალოდ, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აღასრულებს კრიმინალური დაჯგუფების, “ქართული ოცნების” უკანონო ქმედებებს და ადამიანებს მძევლად იყვანს, აწამებს, იჭერს და სახლში უვარდება, კამერაში დაიკავებს ამ უკანონო პატიმრების ადგილს, ძალიან მალე”, - განაცხადა დავით გორგილაძემ.
იხილეთ ასევე: