ტარას შევჩენკოს ბაღში შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაადგილდებიან.
მსვლელობა სლოგანით - "ვერელებისა და ვაკელების მარში" ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფება.


მათ უჭირავთ მთავარი ბანერი წარწერით - "მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ გვჯერა".


მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები - "განქოცდით ან შეგვეშვით", "ქოცალაქე მოქალაქეების ადგილი ვერა-ვაკე არ არის" და ა.შ.
მსვლელობაში მონაწილეობას ვაკეში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იღებენ.

მსვლელობას ასევე, შსს-ს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი არჩევნები.
პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს "ვერელებისა და ვაკელების მარში შეუერთდა.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს ოვაციებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ - "საქართველოს გაუმარჯოს".