ავტორი:

ტრაგედია სოფელ გუბში - ცნობილია ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა

ტრაგედია სოფელ გუბში - ცნობილია ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა

ფოტოზე: რეზი ფირცხალავა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თანასოფლელები იყვნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

  • გარდაცვლილი ახალგაზრდები რეზი ფირცხალავა და დათო გაგნიძე არიან. ისინი თანასოფლელები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.