ავტორი:

რა ღირს "ბალენსიაგას" ე.წ. ნულოვანი ფეხსაცმელი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - დემნამ ახალი პროდუქტი წარადგინა

რა ღირს "ბალენსიაგას" ე.წ. ნულოვანი ფეხსაცმელი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - დემნამ ახალი პროდუქტი წარადგინა

დიზაინერმა დემნა გვასალიამ ახალი ფეხსაცმელი წარუდგინა საზოგადოებას. მისმა ამ ახალმა პროდუქტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი.

როგორც ქართველი დიზაინერის, სოციალური გვერდიდან ირკვევა, ბრენდი "ბალენსიაგა" ამ შემთხვევაში საზოგადოებას სთავაზობს ZERO Shoe-ს, რომელიც 2025 წლის შემოდგომის კოლექციის ნაწილია.

  • როგორც ცნობილია, „ბალენსიაგას“ ახალი, ე.წ. ნულოვანი ფეხსაცმელი, 450 აშშ დოლარი ეღირება.

რაც შეეხება ფერებს, ფეხსაცმელი ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი, თეთრი, ბეჟი და მოყავისფრო. შეგახსენებთ, იმასაც რომ როგორც ცნობილია, 2025 წლის გაზაფხულზე გაყიდვაში გამოდის „ბალენსიაგას“ პერანგის ფორმის მხრის ჩანთაც და ჩექმა, რომელსაც 18-სანტიმეტრიანი სიმაღლის ძირი აქვს, ასევე მამაკაცის ფეხსაცმლის ფორმის ქლატჩი და ა.შ.

ცნობისთვის, დიზაინერი დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად 2015 წელს გამოცხადდა...დაათვალიერეთ ფოტოები