ავტორი:

"სასწაულები კვლავ ხდება" - როგორ გადაურჩა მასშტაბურ ხანძარს ერთადერთი სახლი მალიბუში: 9 მილიონად შეფასებული ვილის მფლობელი მიზეზს ასახელებს

"სასწაულები კვლავ ხდება" - როგორ გადაურჩა მასშტაბურ ხანძარს ერთადერთი სახლი მალიბუში: 9 მილიონად შეფასებული ვილის მფლობელი მიზეზს ასახელებს

ლოს ანჯელესში 7 იანვრის შემდეგ ხანძარს ებრძვიან. ხანძარმა უკვე იმსხვერპლა 10 ადამიანი, განადგურებულია 10 000-ზე მეტი ნაგებობა.

  • მალიბუში, 9 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ხანძარს გადაურჩა. მისი მფლობელი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ქონება სასწაულებრივად გადარჩა:

"ეს სასწაულია - სასწაულები კვლავ ხდება" - ამბობს ის.

სახლი ეკუთვნის ნარჩენების მენეჯმენტის აღმასრულებელ დირექტორის, 64 წლის დევიდ სტეინერს. ქონება თითქმის 9 მილიონი დოლარი ღირს და წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.

სტეინერის აზრით, მისი ქონების ულტრა მტკიცე კონსტრუქციაა - შექმნილია მიწისძვრებისგან დასაცავად - სწორედ ამ მიზეზით გადაურჩა ხანძარს, რომელმაც გარშემო უამრავი სახლი გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი წყნარი ოკეანის პალისადებში გასულ სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო, მალევე გაჩნდა ხანძრის სხვა კერები ლოს ანჯელესის გარშემო, მათ შორის ხანძრის დიდი კერა გაჩნდა კალიფორნიის ქალაქ პასადენაში.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური პირების განცხადებით, განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს, მათ შორის, ცეცხლის განზრახ წაკიდების შესაძლებლობას.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: