მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს, - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
აღნიშნული განცხადება ზურაბ ცეცხლაძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომა დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ეს ხალხი, ეს ქვეყანა, ეს რეჟიმი აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს, რასაც უკეთებენ საკუთარ მოსახლეობას. ტყუილად არ სკანდირებდნენ დღეს, „რევოლუციას“. ესენი ისე გააკეთებენ და ისე მიიყვანენ საქმეს, რომ მიიღებენ რევოლუციას ამ ქვეყანაში და დახვრიტონ და გაანადგურონ საქართველოს მოსახლეობა და დარჩნენ თვითონ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს, მოკლე, პატარა ბანდა, რომელიც დღეს ქვეყანას არაადამიანურად მართავს“-განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წაიკითხეთ ასევე: