ავტორი:

"არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა "ვივამედზე" ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი" - რას პასუხობს ნინო ნადირაძე ელისაშვილს

"არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა "ვივამედზე" ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი" - რას პასუხობს ნინო ნადირაძე ელისაშვილს

"არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა "ვივამედზე" ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ, მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს" - ასე ეხმაურება კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე ალეკო ელისაშვილის გუშინდელ განცხადებას.

ელისაშვილმა გუშინ სოცქსელში დაწერა, რომ კლინიკა “ვივამედი” ისე წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ადამიანების დიაგნოზებს, როგორც დაავალებენ.

“როგორც ჩანს, "ვივამედი" ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.

ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.

წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს.

12 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს სადიზმში, ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

მაგრამ რაც არ უნდა აცხოთ და აფორმოთ “ვივამედში” დიაგნოზები, ვერც მძარცველ პოლიციას ვეღარ აღუდგენთ რეპუტაციას და აღარც ისტერიულ ბოდვებში მყოფ "ქართულ ოცნებას" ეშველება მაგით რამე. სადაც უკვე აქამდე დავიდნენ, მართლა წასულია ამათი საქმე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, - წერს ელისაშვილი.