ავტორი:

ჩცდ-ს მარში: რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე - უწყვეტი პროტესტის 45-ე დღე (ფოტოები)

ჩცდ-ს მარში: რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე - უწყვეტი პროტესტის 45-ე დღე (ფოტოები)
  • ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ “ჩცდ მარში” იმართება. მსვლელობაში სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობები და გულშემატკივრები მონაწილეობენ. მათი ლოზუნგია “ჩცდ საქართველოს თავისუფლებისთვის”.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “საქართველოს გაუმარჯოს”. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მომიტინგეები სკანდირებენ - „საქართველო”, “ჩვენს მეგობრულ სამშობლოს გაუმარჯოს”. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.