ავტორი:

“სოფო ბედიას ქმარი მოვიდა “საბლატაოდ“, გოგოებმა ისეთი უქნეს...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი რესტორან “ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან

“სოფო ბედიას ქმარი მოვიდა “საბლატაოდ“, გოგოებმა ისეთი უქნეს...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი რესტორან “ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან

რესტორან “ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობს, ნანუკა ჟორჟოლიანი სხვა აქტივისტებთან და შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად იმყოფება.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს. ისინი აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

  • ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ადგილზე ცოტა ხნის წინ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი იყო მისული:

“სოფო ბედიას ქმარი მოვიდა “საბლატაოდ“, ძალიან მთვრალი საჭესთან და გოგოებმა ისეთი უქნეს, “ზადნით” გადის“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ვიდეო კადრებსაც ქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეებმა შეკრებმა დაახლოებით, 15:00 საათის შემდეგ დაიწყეს.