ავტორი:

რესტორან “ბაბილოსთან“ სამართალდამცველთა დამატებითი შემადგენლობა განლაგდა - კვერცხები კიდევ ერთ მოსამართლეს დაუშინეს: ბოლო ცნობები აქციიდან (ფოტო/ვიდეო)

რესტორან “ბაბილოსთან“ სამართალდამცველთა დამატებითი შემადგენლობა განლაგდა - კვერცხები კიდევ ერთ მოსამართლეს დაუშინეს: ბოლო ცნობები აქციიდან (ფოტო/ვიდეო)

რესტორან “ბაბილოსთან” დამატებითი საპოლიციო ძალები მიიყვანეს. მათ აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ: “ოლიგარქის მონებო”.

მანამდე კი ერთ-ერთმა მოსამართლემ ტერიტორია საპატრულო პოლიციის მანქანის საშუალებით დატოვა. აღნიშნული ქმედების საპასუხოდ აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანას ხელებს უბრახუნებდნენ და წიხლებს ურტყამდნენ.

ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელმაც რესტორანი დატოვა, აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს.

ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით ხვდებიან მოსამართლეების მიერ რესტორნის შენობის დატოვებას. ამ დროისთვის, რესტორანში კვლავ რჩება მოსამართლეთა ნაწილი.

ფოტო/ვიდეო: ვანო გორგიშვილი

იხილეთ ასევე: