UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი აშშ-ში, თვითმფრინავიდან მოხსნეს და მას სხვა რეისით მოუწია გამგზავრება.
გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ბორტგამცილებელს ეუბნება ხაბიბი, რომ თუ გადაუდებელი რამ მოხდება "მან იცის, როგორ დაეხმაროს ხალხს".
"ქალბატონი, რომელიც ჩემთან კითხვებით მოვიდა, თავიდანვე ძალიან უხეში იყო. ის დაჟინებით მოითხოვდა ჩემს სხვა ადგილას გადაჯდომას. რა იყო ამის საფუძველი - რასობრივი, თუ ეროვნული საკითხი, არ ვიცი. ორი წუთში მან დაცვა გამოიძახა და ამ თვითმფრინავიდან გამომიშვეს, 1.5 საათის შემდეგ სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავით წავედი დანიშნულების ადგილისკენ. როგორც ნახეთ, ყველაფერი გავაკეთე, რომ სიმშვიდე და პატივისცემა შემენარჩუნებინა, მაგრამ ეკიპაჟის ამ წევრებს შეუძლიათ უკეთესად მოექცნენ თავიანთ მომხმარებლებს", - წერს ხაბიბი.