ავტორი:

Georgia Capital-ის განცხადება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირაკლი გილაური იმ 25 ადამიანს შორისაა, რომელთა დასანქცირებასაც მარკო რუბიოს სთხოვენ

Georgia Capital-ის განცხადება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირაკლი გილაური იმ 25 ადამიანს შორისაა, რომელთა დასანქცირებასაც  მარკო რუბიოს სთხოვენ

Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საუბარია ხელისუფლებასთან დაახლოებული 25 პირის დასანქცირებაზე, რომელთა შორის არის Georgia Capital-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭო ჩართული პროცესებში და აშშ-ის ოფიციალურ პირებთან არსებული გარემოებების გარკვევის მიზნით აქტიური კომუნიკაცია აქვს.

"Georgia Capital არის ლონდონის ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, რომლის აქციონერები ძირითადად ამერიკელი და ევროპელი ინსტიტუციური ინვესტორები არიან. ირაკლი გილაური კომპანიას კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების დაცვით ხელმძღვანელობს. გვაქვს დაინტერესებული მხარეების დიდი ბაზა და ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო ასეთი, რომ კომპანია არ უნდა იყოს ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში... წაიკითხეთ ვრცლად