19 იანვარს UFC 311 გაიმართება, სადაც ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ტიტულს დაიცავს. მერაბის მეტოქე დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვი იქნება, რომელიც რომელიც ცნობილი მებრძლის, ხაბიბის ბიძაშვილია.
"ის მე პატივს არ მცემს, რის გამოც ეს ბრძოლა ჩემთვის პირადი დაპირისპირებაა, მის მიმართ არც მე არ მაქვს არანაირი პატივისცემა.მას ჯერ არავისთან უბრძოლია და უკვე ქამრისთვის აქვს დაპირისპირება. მე ბრძოლის არასდროს მეშინია, არავის წინააღმდეგ ბრძოლა არ მაშინებს და მზად ვარ", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
"UFC 311-ზე მერაბს დავღლი, შემდეგ კი დავლეწავ. მისთვის ეს გრძელი ღამე იქნება", - ამბობს უმარ ნურმაგომედოვი.