მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომლის ინიექციის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი წონის მომატების რისკის გარეშე.
Daily Mail-ის ცნობით, პრეპარატი ეფუძნება ბაქტერიას Mycobacterium vaccae, რომელიც ორგანიზმს ცხიმის დაგროვებისგან “იცავს“.
შემდეგი ცდები ადამიანებზეა დაგეგმილი.
როგორც გამოცემა წერს, ინიექციის შემდეგ, ორგანიზმი ცხიმის საწინააღმდეგო “იმუნიტეტს“ გამოიმუშავებს და წონაში ვეღარ იმატებს.
პრეპარატი Ozempic -გან განსხვავდება. დღეს პოპულარული პრეპარატი პაციენტებში დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს და ნაკლებად კვების ხარჯზე ხდება წონის კლება.
ახალი პრეპარატი კი ყოველკვირეული ინიექციის შემთხვევაში, ამცირებს ცხიმის გამომუშავების პროცესს და უფრო მეტიც, არსებულ ფენას წვავს. ამცირებს ჰორმონ კორტიზოლის დონეს.
თუმცა, ადამიანებზე შედარებით ხანგრძლივი კვლევა და დატესტვაა საჭირო. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ექნება თუ არა პრეპარატს იგივე ეფექტი ადამიანებში.
იხილეთ ასევე: