ავტორი:

"ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა - დედა გარდაიცვალა... არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა" - რას ბორის ყურუა გიორგი ახობაძეზე

"ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა - დედა გარდაიცვალა... არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა" - რას ბორის ყურუა გიორგი ახობაძეზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის ყურუა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა.

  • აღსანიშნავია, რომ ახობაძემ 10 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქვს მისი მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და არის მწოლიარე მდგომარეობაში. მას მოსამართლემ მაშინ პატიმრობა შეუფარდა.

ბორის ყურუა:

"ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა - დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა - ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან, თითქოს არაფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს. საბოლოოდ George Akhobadze-ის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან".

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების ქონას ედავებიან.

წაიკითხეთ ასევე: