ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეატრის მიმართულებით.


მარშის ლოზუნგია: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”.

შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვის ეშინია თეატრის”, “შემოუერთდი გაფიცვას”, “ქალაქის თეატრი”.


მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი