ავტორი:

მსახიობების პროტესტი ფოტოებში - თბილისში ლოზუნგით: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ” მარში მიმდინარეობს

მსახიობების პროტესტი ფოტოებში - თბილისში ლოზუნგით: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ” მარში მიმდინარეობს

ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეატრის მიმართულებით.

მარშის ლოზუნგია: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”.

შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვის ეშინია თეატრის”, “შემოუერთდი გაფიცვას”, “ქალაქის თეატრი”.

მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი