ავტორი:

ხანძარი დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში - რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

ხანძარი დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში - რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.