ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია? - თუ ეს კითხვები გაწუხებთ, ნიცშეს „ზარატუსტრა“ უნდა წაიკითხოთ

ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია?  - თუ ეს კითხვები გაწუხებთ, ნიცშეს „ზარატუსტრა“ უნდა წაიკითხოთ

წიგნი ყველასთვის და არავისთვის - ეს ნიცშეს „ზარატუსტრაა“. ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ნოველა 1883-85 წლებში დაიწერა და ოთხი ნაწილისაგან შედგება. ნამუშევრის უმეტესი ნაწილი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა „კვლავ დაბრუნების იდეა“, „ღმერთის გარდაცვალების“ ქარაგმა, და ზეადამიანის „წინასწარმეტყველება“. წიგნი, რომელსაც თავად ნიცშე „ყველა დროის ყველაზე ღრმა“ ნამუშევარს უწოდებდა, წარმოადგენს ეზოთერულ ტრაქტატს ფილოსოფიასა და მორალზე. წიგნის პროტაგონისტი არის განდეგილი წინასწარმეტყველი ზარათუშტრა, რომელიც ასკეტიზმს მიატოვებს და კაცობრიობას დაუბრუნდება საქადაგებლად.

„ასე იტყოდა ზარატუსტრას“ მართლაც შეიძლება ეწოდოს ფილოსოფიური შედევრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ნაწარმოებია. მასში განხილული საკითხები კარგად ასახავს მაშინდელ ეპოქას, თუმცა დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რადგან მკითხველს ადამიანის, ღირებულებებისა და სამყაროს გადაფასებისკენ მოუწოდებს. მასში განხილული იდეები დღესაც აქტუალურია, რადგან ის აჩენს კითხვებს, რომლებიც თანამედროვე ადამიანსაც აწუხებს: ვინ ვართ ჩვენ? როგორ უნდა შევქმნათ სამყაროს უკეთესი ვერსია?

1883-1885 წლებში, როცა ნაწარმოები იწერებოდა, ევროპა ღრმა სოციალურმა და კულტურულმა ცვლილებებმა მოიცვა. ნიცშეს ნააზრევი პასუხია XIX საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელ კრიზისზე – რელიგიის, მორალისა და ტრადიციული ღირებულებების რღვევაზე. ნიცშე თავის ნაწარმოებში გვთავაზობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ ახლებურ ხედვას ადამიანის შესახებ, რომელიც თავს თავისუფალ არსებად აღიარებს და საკუთარ ბედს თავად განსაზღვრავს. ნაწარმოები მკითხველს უფრო ღრმა და საკუთარ ძალებზე დაფუძნებული პიროვნების შექმნაში ეხმარება.

ტექსტის ცენტრში „ღირებულებების გადაფასების“ თემაა. თუმცა მთლიანობაში ფილოსოფიურ რომანში რამდენიმე ძირითადი საკაცობრიო იდეაა განხილული. ესენია:

  • „ღმერთის სიკვდილი“ - ნიცშეს ცნობილი ფრაზა „ღმერთი მოკვდა“ ამ ტექსტში მთავარი ცენტრალური თემაა. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციულმა რელიგიურმა ღირებულებებმა თანამედროვე სამყაროში ძალა დაკარგა. ავტორი მიანიშნებს, რომ ტრადიციული რელიგიური ღირებულებები და მორალური სისტემა განადგურდა თანამედროვე ეპოქაში. ზარატუსტრა აღიარებს, რომ ადამიანის ცნობიერებამ თავი დააღწია ძველი ნორმებისა და სარწმუნოების ჩარჩოებს, რაც საჭიროებს ახალი ღირებულებების შექმნას.
  • „ზეადამიანი“ - ზარატუსტრა მოუწოდებს ადამიანებს, რომ გადააჭარბონ თავიანთი შესაძლებლობების საზღვრებს და გახდნენ „ზეადამიანები" – ინდივიდები, რომლებიც თავისუფლდებიან ძველი ღირებულებებისგან და ქმნიან საკუთარ ცხოვრებას, მნიშვნელობასა და მიზანს. ნიცშე გვეუბნება, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობებითა და შინაგანი ძალით გადალახავს ძველ შეზღუდვებს და საკუთარ თავში ახალ სიცოცხლეს შექმნის.
  • „კვლავ დაბრუნება“ - ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ფილოსოფიური თემა ტექსტში არის დროის ციკლურობის იდეა. ნიცშე სვამს კითხვას: როგორ ვიცხოვრებდით, თუ გვეცდოინებოდა, რომ ჩვენი ცხოვრება უსასრულოდ განმეორდებოდა? ეს კონცეფცია ადამიანებს მოუწოდებს, იცხოვრონ ისე, თითქოს ყოველი მათი ქმედება მუდმივად და მარადიულად განმეორდება.
  • “ღირებულებების გადაფასება” - ზარატუსტრა ქადაგებს, რომ ადამიანებმა უნდა გადახედონ ტრადიციულ მორალურ ღირებულებებს, როგორიცაა ზედმეტი სიმდაბლე, მორჩილება და თვითშეწირვა. ნიცშეს მიხედვით, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის ნამდვილ ბუნებას. ტექსტი ხაზს უსვამს ახალი ღირებულებების შექმნის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება ინდივიდის ძალასა და შემოქმედებით ენერგიას.

თითოეული ეს საკითხი ცდილობს, აღადგინოს ადამიანის, ღირებულებებისა და არსებობის აზრის ახალი ხედვა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ნაწარმოები დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

„ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ქართულ ენაზე იყო გამოცემული. მის ახალ გამოცემას კი მკითხველს გამომცემლობა „პალიტრა L” სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ ფარგლებში გამოიცემა. ფილოსოფიური ნოველა სერიის მე-13 ტომია და მისი შეძენა სპეციალურ ფასად, 14 ლარად 20 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

R