"გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა.
"მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა", - აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ.
ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.