სოციალურ ქსელში ვრცელდება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას ფოტო, რომელიც ბათუმში მომხდარი თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული.
ფოტოს თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთიც.
"ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს მიხაილ როთი.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.
ნახეთ ასევე:
ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ - ის კლინიკაშია გადაყვანილი