ავტორი:

"ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს" - ქალმა 850 000 გადაურიცხა ყალბ ბრედ პიტს და დაშორდა მილიონერ ქმარს, რათა მას ცოლად გაჰყოლოდა: თაღლითობა ხელოვნური ინტელექტით

"ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს" - ქალმა 850 000 გადაურიცხა ყალბ ბრედ პიტს და დაშორდა მილიონერ ქმარს, რათა მას ცოლად გაჰყოლოდა: თაღლითობა ხელოვნური ინტელექტით

53 წლის ფრანგს ქალს, სახელად ანას ეგონა, რომ ბრედ პიტთან ურთიერთობა ჰქონდა და თაღლითს, რომელიც თავს ცნობილ მსახიობად ასაღებდა, 850 000 დოლარი გადაურიცხა.

თაღლითობის შესახებ ქალი დეტალურად ჰყვება ფრანგული ტელეარხის TF1-ის გადაცემაში - Seven to Eight.

მისი თქმით, თაღლითობა დაიწყო მას შემდეგ, რაც Facebook-ზე მიიღო შეტყობინება პირისგან, რომელიც თავს მსახიობის დედად ასაღებდა. ერთი თვის შემდეგ, ყალბი პიტიც დაუკავშირდა, სთხოვდა, ქმარი მიეტოვებინა და ცოლად გაჰყოლოდა. ასევე სთხოვდა ფულს მკურნალობისთვის. ქალმა თანხა თაღლითს მას შემდეგ გადაურიცხა, რაც დაარწმუნეს, რომ პიტს თირკმლის მკურნალობისთვის ფული სჭირდებოდა და ყალბი ფოტოები გაუგზავნეს, სადაც ჩანდა, რომ, თითქოს, კინოვარსკვლავი საავადმყოფოს საწოლზე იწვა.

ფოტოები ხელოვნური ინტელექტით იყო გაკეთებული.

  • ქალი მილიონერზე იყო დაქორწინებული. როგორც ამბობს, ყალბმა ბრედ პიტმა უთხრა, რომ მკურნალობის დაფინანსება არ შეეძლო, რადგან მისი თანხები ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების პროცესის გამო "გაყინეს".

"თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს სიყალბე იყო, რომ სასაცილოა, მაგრამ სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი არ ვარ და ბოლომდე ვერ გავიგე, რა ხდებოდა ჩემს თავს", - იხსენებს ის.

თაღლითობის მსხვერპლი რომ გახდა, ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც ბრედ პიტის ნამდვილი ფოტოები ნახა ამჟამინდელ შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად.

ქალმა ქმარი მიატოვა , რათა პიტთან ჰქონოდა ურთიერთობა. როგორც ცნობილია, მან პოლიციაში განაცხადა თაღლითობის შესახებ.

"ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ ამირჩიეს ასეთი ზიანის მოსაყენებლად? არასდროს არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია. ეს ხალხი ჯოჯოხეთს იმსახურებს", - აღნიშნავს ის.

წყარო