ავტორი:

უცნობმა პირებმა 11 წლის ბავშვის გატაცება მაშინ სცადეს, როცა ის სკოლაში მიდიოდა - რა დეტალები გაასაჯაროვა პოლიციამ ინგლისში მომხდარ ფაქტზე

უცნობმა პირებმა 11 წლის ბავშვის გატაცება მაშინ სცადეს, როცა ის სკოლაში მიდიოდა - რა დეტალები გაასაჯაროვა პოლიციამ ინგლისში მომხდარ ფაქტზე

დიდი ბრიტანეთში, უცნობმა პირებმა 11 წლის გოგონას გატაცება სცადეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ბავშვი სკოლაში მიდიოდა. გოგონამ გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ მშობლებს აცნობა. მისი თქმით, ქალი და მამაკაცი მას ფურგონით მიუახლოვდნენ და მანქანაში ჩასმა დაუპირეს.

  • ”დღეს (2025 წლის 14 იანვარი, დაახლოებით 8:30 საათზე), 11 წლის გოგონას მიუახლოვდა მამაკაცი და ქალი ირლამში, სილვერ სტრიტზე, კუტნუკის შესახვევთან. სავარაუდოა, რომ წყვილი მანქანითა და ფურგონით მოძრაობდა" - ნათქვამია მანჩესტერის პოლიციის განცხადებაში.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციამ მოუწოდა ნებისმიერს, ვინც ამ მხარეში ცხოვრობს, გადაამოწმოს კამერის ან CCTV-ის ჩანაწერი ინციდენტის დროს.

"ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ინციდენტია. მსურს, საზოგადოება დავარწმუნო, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს დამნაშავეების დასაჭერად. ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ფლობს." - ამბობს დეტექტივი ჯასტინ ბრაიანტი.

წყარო