უნიკალური საბაკალავრო პროგრამები, რომლებსაც Webster University Georgia ქართველ სტუდენტებს სთავაზობს

უნიკალური საბაკალავრო პროგრამები, რომლებსაც Webster University Georgia ქართველ სტუდენტებს სთავაზობს

მალე საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება. ამ პერიოდში აბიტურიენტები ელექტრონულად ირჩევენ იმ უნივერსიტეტებსა და სასწავლო პროგრამებს, რომელზე სწავლაც სურთ.

რეგისტრაციამდე აბიტურიენტები დეტალურად ინტერესდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამებითა და უპირატესობებით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად აბიტურიენტებისა და სტუდენტების ყურადღების ცენტრშია, Webster University Georgia გახლავთ. Webster-ი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. საქართველოს კამპუსში კი სწორედ იმ სასწავლო პროგრამების ანალოგიური პროგრამები ხორციელდება, რომლებიც აშშ-სა თუ სხვა ქვეყნების კამპუსებში მოქმედებს.

2025-2026 სასწავლო წლისთვის Webster University Georgia 4 საბაკალავრო პროგრამას შესთავაზებს სტუდენტებს. ესენია:

ბიზნესის ადმინისტრირება - პროგრამა შემუშავებულია ბიზნესის მართვის თანამედროვე გამოცდილებიდან გამომდინარე. მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა იმ დისციპლინას, რომელიც საჭიროა ბიზნესის ძირითადი კონცეფციების გასაგებად და ჩამოსაყალიბებლად. პროგრამა აცნობს სტუდენტს სხვადასხვა ბიზნეს ფუნქციებს, უვითარებს საჭირო უნარ-ჩვევებს და ბიზნესეთიკას ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად.

საერთაშორისო ურთიერთობები - პროგრამა შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. ის სტუდენტებს უვითარებს კომპლექსური საერთაშორისო ურთიერთობების აღქმისა და გაგების უნარ-ჩვევებს. საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ იურიდიული, ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები. პროგრამის სტუდენტები ასევე იკვლევენ გლობალური საზოგადოების დინამიკას, სტრუქტურულ მახასიათებლებს და ჰუმანიტარულ საკითხებს.

ფსიქოლოგიის მეცნიერებები - პროგრამა შექმნილია, რათა სტუდენტებმა შეიმეცნონ ადამიანის ქცევისა და ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის ძირითადი ასპექტები. სასწავლო პროგრამა მოიცავს ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: კოგნიტიურ, განმავითარებელ, სოციალურ და კლინიკურ ფსიქოლოგიას. სტუდენტები სწავლობენ ფსიქოლოგიური თეორიებისა და კვლევის მეთოდების გამოყენებას რეალურ სამყაროში.

კომპიუტერული მეცნიერებები - პროგრამა ფოკუსირებულია როგორც თეორიულ საფუძვლებზე, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებაზე. სტუდენტები იძენენ გამოცდილებას პროგრამირების, ალგორითმების, მონაცემთა სტრუქტურების, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიასა და კომპიუტერულ სისტემებზე. სასწავლო პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ აღჭურვოს სტუდენტები პრობლემის გადაჭრის უნარებით და ინოვაციური აზროვნების უნარით სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებში.

Webster University Georgia-ში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრიაში - 22 254$, აშშ -ში 29 680$, შვეიცარია -ში კი 36 020$. პროგრამები აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო დონეზე-აშშ-სა და ევროპაში, ისე ადგილობრივად- განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ.

R