ავტორი:

კანიე უესტმა შიშველი პამელა ანდერსონის ვიდეო გამოაქვეყნა - კადრები Playboy-ს დამფუძნებლის წვეულებაზეა გადაღებული: "სტრიპტიზი უცეკვა, შემდეგ კი ტორტი მიართვა"

კანიე უესტმა შიშველი პამელა ანდერსონის ვიდეო გამოაქვეყნა - კადრები Playboy-ს დამფუძნებლის წვეულებაზეა გადაღებული: "სტრიპტიზი უცეკვა, შემდეგ კი ტორტი მიართვა"

კანიე უესტმა შიშველი პამელა ანდერსონის ვიდეო გამოაქვეყნა, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა და ბიანკა ცენსორისთან მისი ქორწინების დასრულების შიშები გამოიწვია.

47 წლის რეპერმა, რომელიც 30 წლის ცენსორიზე 2022 წელს დაქორწინდა, 2008 წლის გრაფიკული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 57 წლის ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ანდერსონი ჰიუ ჰეფნერს მის დაბადების დღეზე ტორტზე სანთელს აქრობინებს. კადრები რეალითი შოუ The Girls Next Door-ში იყო დაფიქსირებული.

  • Instagram-ზე განთავსებულ ვიდეოს თან ახლდა შეურაცხმყოფელი აუდიო, სავარაუდოდ უესტის ახალი სიმღერიდან (რომელიც მომღერალს ჯერ არ გამოუშვია), სახელწოდებით Hide Your B***h.

მაშინ 41 წლის ანდერსონი მილიონერის დაბადების დღეზე მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მივიდა, სტრიპტიზი უცეკვა, შემდეგ კი, 82-ე იუბილის აღსანიშნავად, ტორტი მიართვა.

პამელა, რომელიც ჰიუს გამოცემისთვის 13-ჯერ გადაიღეს, მის მაშინდელ სამ მეგობარ გოგონას ლას-ვეგასში, წვეულებაზე შეუერთდა.

კადრებში ისმის, რომ ჰიუმ პამელას უთხრა: "კარგად გამოიყურები."

2018 წელს უესტი და ანდერსონი უცნაურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ანდერსონმა რეპერს წერილი მისწერა, სადაც, როგორც აცხადებდა, მისი აზრით, Wikileaks-ის დამფუძნებელი, ჟულიან ასანჟი "აწამეს" და "მის მოკვლას ცდილობდნენ".

TMZ-ის მიერ მოპოვებულ წერილში ის წერდა: "მე მას მხარს ვუჭერ და ვიცი, რომ თქვენ აფასებთ სიტყვის თავისუფლებას - მისთვის ხილვადობა კარგია, განსაკუთრებით ამერიკაში. მთავრობებში კორუფციის გამომჟღავნების გამო, აქ მისი სამუდამო პატიმრობის ან უარესის მიღწევას ცდილობენ."

წერილში ანდერსონი ხსნის, რომ მას უნდოდა, მეტ ხალხს ესაუბრა ასანჟის სიტუაციაზე. მისივე სიტყვებით, მას ყოველთვის მოსწონდა კანიეს "გაუფილტრავი" მიდგომა და რეპერს “მნიშვნელოვანი გავლენა აქვს."

წერილის ბოლოში, ავტორი მუსიკოსს მოუწოდებდა, მისთვის ეცნობებინა, თუ ასანჟზე მეტის გაგება სურდა, "ან უბრალოდ, მის ცხოვრებასა და ნაწერებს გასცნობოდა".

  • კანიე მსოფლიო ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია. სულ ცოტა ხნის წინ, ის თავის შვილებს, რომლებიც ყოფილ ცოლთან, კიმ კარდაშიანთან ჰყავს, სავარაუდოდ, 118 დღის განშორების შემდეგ შეხვდა. ამ პერიოდის განმავლობაში უესტი ცხოვრებას საზღვარგარეთ განაგრძობდა. რეპერი ექვსი თვის განმავლობაში ცენსორისთან ერთად მოგზაურობდა.

ბოლო კვირებში, მისი მუდმივი მოგზაურობა უთანხმოების საგანი გახდა მასა და 44 წლის კარდაშიანს შორის, რადგან რეალითი შოუს ვარსკვლავმა ის შვილების მიმართ არასრულფასოვან მამობაში დაადანაშაულა.

რეპერმა დამატებითი კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ლოს ანჯელესში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, მათ შორის ორმა კი კალაბასასის უბანს შეუქმნა საფრთხე - ადგილი, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრები მათი სახლის ახლოს მძვინვარებდა, უესტი შვილების გამო იაპონიიდან არ დაბრუნებულა, ახლა კი ისინი ტოკიოში წაიყვანა.

როგორც DailyMail.com იუწყება, უესტი მაქსიმალურად არიდებს თავს აშშ-ში დაბრუნებას, რადგან სექსუალური ძალადობის იმ საქმეში ჩათრევის ეშინია, რომლის გამოც მისი ყოფილი მეგობარი, შონ "დიდი" კომბსი ციხეში მოხვდა.

უესტი ცოტა ხნის წინ სექსუალურ შევიწროებაშიც დაადანაშაულეს. ლორენ პისციოტამ, მისმა ყოფილმა ასისტენტმა, გაამჟღავნა, რომ უესტთან 2021-2022 წლებში მუშაობდა და რეპერმა ის იმიტომ გაუშვა სამსახურიდან, რომ მასთან დაწოლაზე უარი თქვა.

წყარო