"რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ წყაროს 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, აბუ-დაბის პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.
გამოცემის ცნობითვე, პოლიციიდან უშვებენ "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუასაც.
"წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ", - წერს გამოცემა..
ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდიც.
შეგახსენებთ აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი, "ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე, მათი თანმხლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.
წინა საღამოს საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამბობდა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები აგრძელებდნენ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარის შესწავლას.
წინა საღამოს საელჩოში აცხადებდნენ: "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“.
იხილეთ ასევე: