ავტორი:

"მან ყველა დახურული კარი გააღო ჩემთვის, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩარაზა" - რას წერს ზაზა სარალიძე გიორგი გახარიაზე?

"მან ყველა დახურული კარი გააღო ჩემთვის, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩარაზა" - რას წერს ზაზა სარალიძე გიორგი გახარიაზე?

ხორავას ქუჩის ტრაგედიისას დაღუპული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"ოციოდე დღის დანიშნული იყო გიორგი გახარიას შ.ს.ს მინისტრად როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა.

ბევრს არაფერს ვიტყვი მასზე ერთის გარდა, ამ ადამიანს შეუძლია მოსმენა, გაანალიზება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. ჩემი პატივისცემა გიორგის და მის გუნდს,ყველაზე რთული პერიოდიდან გამოიყვანა ჩემი ოჯახი სამუდამო განადგურებისგან, როცა უკიდურეს ზომამდე ვიყავი მისული (ბევრ უნდოდა ასეთი შედეგი),რასაც ვერ ვიტყვი მაშინდელ მთავრობის ვერცერთ დანარჩენ წარმომადგენელზე, ყველას ეშინოდა ჩემთან შეხვედრის მათ გარდა, რატომ? - დღესაც არ ვიცი. მან ყველა დახურული კარი გააღო ჩემთვის რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩარაზა და პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.

პოლიტიკოსი, მინისტრი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იყოს გიორგი გახარიასნაირი ან მეტი.

მუხლდაჩოქილი როცა ვეხვეწებოდი ყველას დახმარებას, რომ სიმართლე გარკვეულიყო, მხოლოდ გახარია და მისი გუნდი მისმენდა და რეაგირებდა ობიექტურად.

მან იცის მოწინააღმდეგის კარგად შეფასება და შემდეგ მოქმედება, ამიტომ ბევრი გახარიასნაირი ან მასზე მეტი პოლიტიკოსი სჭირდება საქართველოს და ქართველ ხალხს.

პ.ს. ამ კაცს რომ იცნობდე, პირადად უნდა იცნობდე და მასზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ მიუთითებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების არაკაცობას, არაქართველობას, არაადამიანობას. სამხარაძე კი ადამიანურად მეცოდება, ასეთი არაკაცები არავის არსად სჭირდება, იცის ეგ დიტომ!!!"

იხილეთ ასევე: