თურქული მედიის ინფორმაციით, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად, ინტოქსიკაციით 30 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კლინიკას მიმართა 83-მა მოქალაქემ.
31 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე რთულია და მათი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება.
ამ დროისთვის მედია არ წერს თუ რა სასმელზეა საუბარი.