ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე მიმდინარე მოვლენებზე წერს და ასევე იმ ტრაგიკულ დღეებს იხსენებს, როდესაც შვილი მოუკლეს.
წერს, რომ იმ დროს პირველი ვინც პოლიტიკოსთაგან სამძიმარი გამოუცხადა და მათთან პირადად მივიდა, იყო ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.
"პირად ტრაგედიაზე ბოლო დროს ნაკლებს ვსაუბრობ,მაგრამ ვერ შევძელი თავშეკავება. ყოველ წაქცეულ ახალგაზრდაში თუ ადამიანში რომელსაც უმოწყალოდ უსწორდებიან ჩემს შვილს ვხედავ.ვერ შევძელი არ გამოვხმაურებოდი პრემიერ გიორგი გახარიაზე ვერაგულ თავდასხმას.
2021 წლის 17 სექტემბერს გამთენიისას ჩამოვფრინდი საქართველოში დახვრეტილი, ანგელოზივით შვილი, ჩემი ნიკო საყინულეში გარინდული, მაგრამ ბევრ ამ საქმის დამგეგმავ, მომწყობზე მეტყველი დამხვდა, მისმა გაბრწყინებულმა სახემ რაც მითხრა და რა მადლიც მცხო მითი ვსულდგმულობ!
ამოსაწყვეტად იყო გამეტებული ჩემი ოჯახი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, დღემდე ვერ ვუმკლავდებით ტკივილს! პირველი ვინც პოლიტიკოსთაგან სამძიმარი გამოგვიცხადა, პირადად მოვიდა იყო ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, მას არც ვიცნობდი, მე არ ვიცი მას თუ ახსოვს რა მითხრა, მაგრამ მე თითოეული სიტყვა მახსოვს მისი!!! ბატონო გიორგი, თანადგომა რაც ნიკოს, თქვენთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდას გამოუხატეთ სიცოცხლეშიც და იმ ქვეყნად გადასახლებულსაც, თქვენს ოჯახს დაუბრუნდეს სიკეთით…
მხნეობას, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ!თქვენნაირ პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებმა, შვილებმა, ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა შევქმნათ ქვეყანა გამართული ინსტიტუციებით, სადაც ყველა ადამიანი იქნება დაცული!!! მადლობა!!!" - წერს იზა ომაძე.
შეგახსენებთ, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.