ზუგდიდში, „დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.
დაკავებისას სიჭინავას პოლიციამ განუმარტა, რომ აკავებენ 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მანამდე მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარსაც დააკავეს. მან ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკი გამოიყენა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.