მას შემდეგ, რაც ერაყში გოგონებში ქორწინების ასაკი შეამცირეს, არსებული ინფორმაციით, 9 წლის ბავშვსა და 35 წლის მამაკაცს შორის პირველი ოფიციალური ქორწინება შედგა.
ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ არხები იტყობინებიან. აღნიშნულზე წერს ასევე გამოცემა Starhit და ქორწილის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.
უცნობია, როდის არის ვიდეო გადაღებული, ასევე უცნობია ვიდეოს შესახებ დამატებით დეტალები.
ცვლილებების მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ერაყის ხელისუფლება, რომ ასეთი ქორწინება პედოფილიის ლეგალიზებას და არასრულწლოვან გოგონების გაუპატიურებას გამოიწვევდა, თუმცა უშედეგოდ.