ავტორი:

დღეს ის საკმაოდ შემოსავლიანი "ინფლუენსერია" - როგორ ცხოვრობს თურქული სერიალების ვარსკვლავი: ცნობილი "მელექის" დღევანდელობა

დღეს ის საკმაოდ შემოსავლიანი "ინფლუენსერია" - როგორ ცხოვრობს თურქული სერიალების ვარსკვლავი: ცნობილი "მელექის" დღევანდელობა

ბერენ გიოქიილდიზი - თურქული კინოს ამომავალი ვარსკვლავია. გოგონას კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი სერიალიდან "დედა" და არა მხოლოდ. ბერენ გიოქიილდიზი 2009 წლის 29 სექტემბერს სტამბოლში დაიბადა.

დედამ ადრეული ასაკიდანვე შეამჩნია ქალიშვილის ბრწყინვალე სამსახიობო ნიჭი, სამსახურს თავი დაანება და დრო მთლიანად მისი სამსახიობო კარიერის განვითარებას მიუძღვნა.

კარიერის დასაწყისი

ბერენის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო სერიალში „ჩემი ქმრის ოჯახი“ (Kocamın Ailesi). მან თავისი ბუნებრივი სპონტანურობით და ნიჭით მაყურებელი და კინოკრიტიკოსები მაშინვე მოიხიბლა. განსაკუთრებული პოპულარობა მას სერიალმა „დედა“ (Anne) მოუტანა, სადაც მელექის როლი შეასრულა. ამ პროექტში მან ისეთი ცნობილი თურქი მსახიობების გვერდით ითამაშა, როგორიც არიან ჯანსუ დერე და ვაჰიდე პერჩინი. როლისთვის ბერენმა ოქროს პეპლის ჯილდო მიიღო საუკეთესო ბავშვი მსახიობის ნომინაციაში.

განათლება და პირადი ინტერესები

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ბერენი დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დამატებით ცეკვის გაკვეთილებზე დადის. მას, როგორც ყველა ბავშვს, უყვარს ხატვა და მეგობრებთან ერთად თამაში.

ახალი პროექტები და გამოწვევები

2020 წელს ბერენმა ითამაშა სერიალში „ბავშვობა“ (Childhood), თუმცა პროექტი დაბალი რეიტინგის გამო 11 ეპიზოდის შემდეგ დაიხურა. ამასთანავე, მას ეპიზოდური როლი ჰქონდა სერიალში „სასწაული ექიმი“ (Miracle Doctor).

სოციალური მედია და პოპულარობა

ბერენი საკმაოდ შემოსავლიანი ინფლუენსერია მის სოციალურ ქსელებს დედა მართავს, მათ შორის Instagram-ს, სადაც მსახიობს 1.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მიუხედავად მცირე ასაკისა, ბერენი რთულ ემოციურ სცენებს დამაჯერებლად თამაშობს, მაგალითად, გოგონას, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, სერიალში „დედა.“

ფანები და მოლოდინები

ბერენ გიოქიილდიზი თურქული კინოს ნამდვილი სასწაულია. მისი პროფესიონალიზმი და ემოციების გამოხატვის უნარი აღემატება ბევრ ზრდასრულ მსახიობს, წერს თურქული მედია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ახალი პროექტებით არ გამოჩენილა, მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან მის დაბრუნებას ეკრანებზე.