დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. 54 წლის მელანია ტრამპი პრეზიდენტის რეზიდენციაში დასაბრუნებლად ემზადება. მის თქმით, პირველი ლედის როლის მორგება უფრო მარტივი იქნება:
ეს კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ მიშელ ობამა ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება. ეს გადაწყვეტილება არღვევს ტრადიციას, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ყოფილი პრეზიდენტებისა და მათ მეუღლეების ინაუგურაციაზე დასწრებას, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. მედიის ცნობით, ინაუგურაციას პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა, ასევე ბილ და ჰილარი კლინტონები დაესწრებიან.
"ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ დაესწრება მე-60 ინაუგურაციის ცერემონიას. ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა მომავალ ინაუგურაციას არ დაესწრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრადიცია ამ გზით ირღვევა. თავად ტრამპი არ დაესწრო ჯო ბაიდენის ინაუგურაციას 2021 წელს.
ორშაბათს ტრამპი პრეზიდენტის ფიცს მეორედ დადებს, რაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი პოლიტიკური დაბრუნება იქნება.
20 იანვარს, ვაშინგტონში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიება ფიცის დადებისა და ხელმოწერის ცერემონიას, საინაუგურაციო ლანჩს, მსვლელობას, აღლუმსა და სხვა პროცედურებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციას კონგრესის რამდენიმე დემოკრატმა წევრმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათგან განსხვავებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტთან ურთიერთობის გამყარების შანსს ხელიდან არ უშვებენ ამერიკისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები.
ამერიკულმა Forbes-მა ის მილიარდერები დაასახელა, რომლებიც მომავალ კვირას დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის იქნება ამ დროისთვის მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანი: Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, $237.1 მილიარდია; Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი, რომელიც $213.3 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს; Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომლის სიმდიდრე 434.9 მილიარდს უტოლდება.